[სააკაშვილმა] მითხრა, რომ არ აინტერესებს არცერთი პოლიტიკური ძალა, მათ შორის “ნაცმოძრაობა” – გელბახიანი

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ [სააკაშვილმა] მითხრა, არ აინტერესებს არცერთი პოლიტიკური ძალა, მათ შორის “ნაცმოძრაობა” – აღნიშნულის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, ვალერი გელბახიანმა “ტვ პირველის” ეთერშ
სააკაშვილმა] მითხრა, არ აინტერესებს არცერთი პოლიტიკური ძალა, მათ შორის “ნაცმოძრაობა” – აღნიშნულის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, ვალერი გელბახიანმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი ადამიანი ვისაც სააკაშვილი მეგობრულად ხვდება ეკა ხერხეულიძეა.
“მე წავედი კატეგორიულად წინააღმდეგ, ვეუბნებოდი, რომ არ დაბრუნდე [საქართველოში], თორემ არ აგცდება ციხე. ეხლა, როცა ვეკითხები, კარგი მაშინ შესაძლოა რაღაც პათეტიკური სტიმული იყო. მაგრამ ეხლა ხომ ნახე, რომ რეალობა სხვა არის. მაშინ კითხულობდა, მთელი საქართველო წერდა, ჩამოდი მიშა ჩვენ აქა ვართ. თვითონაც უნდოდა თავის ქვეყანაში დაბრუნება. ეს ემიგრაციული სიკვდილი არავის არ უნდა, ყველას სურს სიცოცხლე თავის ქვეყანაში დაასრულოს. მითუმეტეს მის მიმართ ცალმხრივად დევნა იყო და ცალმხრივად სიყვარული. ხომ შეიძლება თქვას, ვინ შეიყვანა შეცდომაში. არ ამბობს ამას. მითხრა, რომ არ მაინტერესებს, არ მინდა კონტაქტი არცერთ პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთან, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მეგობრულად ვხვდები და ვსაუბრობ არის ხერხეულიძეო”, – აცხადებს გელბახიანი.
მისივე თქმით, ერთადერთი ადამიანი ვისაც სააკაშვილი მეგობრულად ხვდება ეკა ხერხეულიძეა.