
ზოგადად, სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების მოგვარების შემდგომი პროცესი წინასწარ განსაზღვრულია გეოპოლიტიკით. უფრო ზუსტად რომ გამოვთქვათ – სერიოზული, რეგიონალური გეოპოლიტიკური მოთამაშეების მიერ. მსგავსი მოსაზრება არმინფოსთან სამოქალაქო ტექნოლოგმა ვიგენ ჰაკობიანმა გამოთქვა.
„ამ თვალსაზრისით, მე არ გავამახვილებ ყურადღებას სომხეთის ხელისუფლების ამა თუ იმ განცხადების შინაარსზე. ასეა თუ ისე, ამ პროცესის მთავარი მოქმედი პირი არ არის ჩვენი ხელისუფლება, ისინი ამ პროცესებით დაინტერესებულების მიმდევრების როლში გვევლინებიან. ხშირად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ერევნიდან ასევე მოლაპარაკების ტექნიკის ნაწილია”, – აღნიშნა მან.
ტექნოლოგის შეფასებით, ასეთი ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობა წარმოიშობა, კერძოდ, როცა საზოგადოებაში ხდება ამა თუ იმ ვნებების დამშვიდება, ასევე შინაგანი პროცესებიდან ვიღაცის ყურადღების გადატანა სხვა საკითხზე. ჰაკობიანის თქმით, მომხდარის არსი არ იცვლება. სომხურ-თურქული პროცესები წინასწარ მომზადებული გეოპოლიტიკური კურსით მიმდინარეობს.
სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ფორმალიზაციის სცენარი, თავიდანვეა შეთანხმებული და ამ კუთხით მან აღნიშნა, რომ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციას რუსეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან არ ეწინააღმდეგებიან. ექსპერტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არ მოსწონს სომხურ-თურქული ნორმალიზაცია, არის ირანი. „თეირანს კარგად ესმის, რომ თურქეთთან ურთიერთობა სომხეთს უქმნის ირანთან ურთიერთობის ალტერნატივას. შესაბამისად, არ არის გამორიცხული მათთან საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობაც, საჭიროების შემთხვევაში, როგორც ეს 2018 წელში ფაშინიანს შესთავაზა ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა“.