საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

,,მთავარი არხი” წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდებული შეიწყალა. უწყების ცნობით, 10 მათგანი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა, ხოლო ერთს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

“10 მსჯავრდებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 1 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

შეწყალებულთაგან 1 ქალი მსჯავრდებულია”, – წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.

მსჯავრდებულების ვინაობა კონფიდენციალურია.

ნახეთ მეტი
Back to top button