მთავარიპოლიტიკა

სომხეთი უარს ამბობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში „ზანგეზურის დერეფნის“ საკითხის განხილვაზე:  ედუარდ აღაჯანიანი

ოფიციალურმა ერევანმა არაერთხელ განაცხადა, რომ სომხური მხარისთვის „ზანგეზურის დერეფნის“ ლოგიკა არანაირად არ არის მისაღები. ამის შესახებ 26 ივლისს ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში სომხური დელეგაციის ხელმძღვანელმა, მმართველი ფრაქციის „სამოქალაქო პაქტის“ წევრმა ედუარდ აღაჯანიანმა.

კერძოდ, მან ხაზგასმით აღნიშნა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისის განცხადება, სადაც მან კომენტარი გაუკეთა   აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებებს. „მნიშვნელოვნად მიმაჩნია აღვნიშნო, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და ევროსაბჭოს პრეზიდენტს შორის ბოლო შეხვედრის შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გააკეთა შესაბამისი განცხადება და აღნიშნა, რომ  სხვადასხვა საკითხებს შორის განიხილეს  „ზანგეზურის დერეფნის“ საკითხიც.  ევროსაბჭოს პრეზიდენტის აპარატმა განმარტება გაავრცელა, სადაც  უარყვეს ეს  ცნობა  და განაცხადეს, რომ ასეთი განხილვები  არ ყოფილა“, – განმარტა აღაჯანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button