მთავარისაზოგადოება

სომხურ-ქართულ „მეგობრობას“ შეკეთება ნახევარი საუკუნე არ დასჭირდება

პირველი ერთობლივი სომხურ-ქართული ინფრასტრუქტურული პროექტი „მეგობრობის“ ხიდი უკვე რეალობაა. სომხეთისა და საქართველოს საზღვარზე ახლად აშენებულ ხიდზე ორი ქვეყნის დროშები დაიდგა, წითელ ასფალტზე სიმბოლური სახელწოდება „მეგობრობა“ დაიწერა. ხიდი ოფიციალურად ექსპლუატაციაში უახლოეს დღეებში შევა. პროექტის პასუხისმგებელი პირები ირწმუნებიან, რომ სომხურ-ქართულ „მეგობრობას“ ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს შეკეთება არ დასჭირდება.

სომხეთსა და საქართველოს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა ახალი „მეგობრობის“ ხიდის მშენებლობამ განამტკიცა. ამიერიდან საზღვარზე ვიწრო, ძველი ხიდის ნაცვლად საქართველო-სომხეთის გასასვლელი ახალ ხიდზე მოხდება, დაახლოებით 200 მეტრიანი მარშრუტი სომხეთისა და საქართველოს დროშებით დაიფარება.

პროექტი სომხურ-ქართული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა, ირწმუნება საქართველოს ტერიტორიული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და აღნიშნავს:

„კიდევ ბევრი ხიდის და გზის აშენება მოგვიწევს ერთად, რათა სომხებმა და ქართველებმა კარგად იცხოვრონ.

მეგობრობის ხიდი მდებარეობს სომხეთისა და საქართველოს დამაკავშირებელ მთავარ საგუშაგოზე, ბაგრატაშენ-სადახლოში. ეს არის მთავარი მომხმარებლის გამშვები პუნქტი ორ ქვეყანას შორის როგორც სამგზავრო, ასევე ტვირთის გადაზიდვის თვალსაზრისით.

უფრო მეტიც, სომხეთის ჩრდილოეთი მიმართულება საქართველოსთან, რუსეთთან, ასევე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან, ძირითადად ამ საგუშაგოზე და ამ ხიდზე გადის. ეს არის ყველაზე ინტენსიურად გამოყენებული მიმართულება, ასევე ლარსისკენ მიმავალი გზა.

შედეგად, დროის დაზოგვა, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება, მარტივი ვაჭრობა სომხეთს, საქართველოს, რუსეთსა და ევროპას შორის, ამბობს იზაბელა მურადიანი, ხიდის მშენებლობის პროექტის ხელმძღვანელი.

ორივე ქვეყანა აცხადებს, რომ სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რაც ხელს შეუწყობს მეზობელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთქმედებასა და განვითარებას.

ეს არის სომხურ-ქართული ერთობლივი პირველი ერთობლივი თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში ასეთი მასშტაბებითა და მოცულობით, ასევე, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ პროექტებს შორის, ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დაწყების გათვალისწინებით.

სხვათა შორის, პანდემიამდე სომხეთმა და საქართველომ დაადგინეს ნიშნული ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის საშუალოვადიან პერსპექტივაში 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდის მიზნით, პანდემიის დროს ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ დაადასტურეს გადაწყვეტილება მიაღწიონ 1 მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვას 2026 წლისთვის.

აღნიშნულია, რომ ამ მიზანს საუკეთესოდ შეუწყობს ხელს „მეგობრობის“ ხიდის ფუნქციონირებაც.

გიტა ელიბეკიანი

ნახეთ მეტი
Back to top button