
ამერიკელმა კონგრესმენმა ფრენკ ფალონმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა:
„სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სწავლობს სამხრეთ კავკასიის საკითხებს და მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ სომეხი სამხედრო ტყვეები, რომლებიც აზერბაიჯანში არაკანონიერად არიან დაკავებული. აშშ უნდა ისწრაფვოდეს აზერბაიჯანის ჯარების გაყვანისთვის სასაზღვრო რეგიონებიდან, რაც ხელს შეუწყობს სამშვიდობო პროცესს“.