სპორტი

ისტორიული შედეგი სომხურ საკლუბო ფეხბურთში. “ფიუნიკი” ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურშია

სომხეთის 15-გზის ჩემპიონმა “ფიუნიკმა” გუშინ დამოუკიდებელ სომხეთში საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო შედეგი დააფიქსირა. სომხური გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხეთის ჩემპიონის მეტოქე ლუქსემბურგის ჩემპიონი “დუდელანჟი” იყო. 19 ივლისს ერევანში გამართულ პირველ მატჩში ლუქსემბურგულმა კლუბმა პენალტიდან გატანილი გოლის წყალობით მცირე სხვაობით მოიგო. 26 ივლისს ლუქსემბურგში გამართულ საპასუხო მატჩში მასპინძლებმა პირველებმა მიაღწიეს წარმატებას, მაგრამ სომხურმა კლუბმა 21-ე წუთზე გატანილ გოლს მხოლოდ 3 წუთის შემდეგ უპასუხა. პირველი ტაიმი 1-1 დასრულდა; მეორე ტაიმში გიუნიკელებმა მეტოქის კარში კიდევ 3 გოლის გატანა მოახერხა. თამაში “ფიუნიკის” გამარჯვებით დასრულდა დიდი ანგარიშით: 1-4. ერევნის გუნდში გამოირჩეოდნენ ჟუნინიო, ლუკა იურიჩიჩი (დუბლი) და იუსუფ ოტუბანჯო. ამრიგად, ერევნის “ფიუნიკმა” ისტორიული შედეგი დააფიქსირა, ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, სადაც მეტოქე სერბეთის ჩემპიონი “ცრვენა ზვეზდაა”.

ნახეთ მეტი
Back to top button