მთავარიპოლიტიკა

თურქეთის მიერ საზღვრის განაღმვის პროცესზე კომენტარი გააკეთა სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა

„Sputnik სომხეთის“  გამოკითხვის საპასუხოდ სომხეთის ეროვნულმა უშიშროების სამსახურმა კომენტარი გააკეთა თურქეთის მიერ ბოლო დღეებში განხორციელებული საზღვრის განაღმვითი სამუშაოების შესახებ.

„სომხეთისა და თურქეთის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე თურქეთის ტერიტორიაზე (იგი მდებარეობს სომხეთის რესპუბლიკის შირაქის ოლქის ამასიის რაიონის მოპირდაპირე ნაწილში), DLC ორგანიზაცია ახორციელებს განაღმვით  სამუშაოებს გაეროს ეგიდით“- ნათქვამია გამოკითხვის პასუხში.

ივლისის შუა რიცხვებში თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის კომპანია სომხეთ-თურქეთის საზღვრის განაღმვით იყო დაკავებული. ასევე ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებში განიხილება სასაზღვრო გამშვები პუნქტის „დოღუკაპის“ (სომხ. ახურიანი) და „ალიჯანის“ (სომხ. მარგარა) გახსნისთვის მზადება თურქეთის აღმოსავლეთ ყარსის პროვინციაში. ეს კეთდება მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის, შეთანხმება ივლისის დასაწყისში იქნა მიღწეული.

25 ივლისს თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნაღმის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

„Sputnik სომხეთმა“  ასევე გამოითხოვა ინფორმაცია სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა, ვინ და რა მიზნით ახორციელებს განაღმვით და რა სახის ნაღმებზეა საუბარი.

აღნიშნული თურქული ნაწილი თურმე ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან ყოფილა დანაღმული.

„Sputnik სომხეთის“  კითხვაზე, უკავშირდება თუ არა განაღმვა  სომხეთ-თურქეთის შერიგების პროცესს, მოლაპარაკებებში სომხეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუბენ რუბინიანმა განაცხადა: „ამ შემთხვევაში, რაიმეს დარწმუნებით თქმა შეუძლებელია, ამიტომ კომენტარისგან თავს შევიკავებ“.

ნახეთ მეტი
Back to top button