საზოგადოება

რუსეთმა სომხეთს “მაიმუნის ყვავილის” ტესტები გადასცა

რუსეთმა სომხეთს, ყაზახეთს, უზბეკეთსა და თურქმენეთს მაიმუნის ყვავილის გამოვლენის სატესტო სისტემები გადასცა, წერს ,,რია ნოვოსტი“ როსპოტრებნადზორის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

მანამდე სააგენტო იტყობინებოდა, რომ  ცენტრმა ,,ვექტორ“-მა დაუყონებლივ გამოუშვა ტესტის სისტემები დაავადების შემთხვევების გამოსავლენად და დღეს ტესტირება ხელმისაწვდომია მთელ რუსეთში.

„როსპოტრებნადზორმა რუსული სატესტო სისტემები გადაეცა სომხეთს, ყაზახეთს, უზბეკეთსა და თურქმენეთს. გარდა ამისა, როსპოტრებნადზორის სპეციალისტები აწყობენ სპეციალურ სემინარებს პარტნიორი ქვეყნების კოლეგებისთვის მაიმუნის ყვავილის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button