პოლიტიკა

ქურთებმა ჩრდილოეთ ერაყში თურქეთის არმია დაამარცხეს, ათობით მსხვერპლია։   დეტალები

ქურთისტანის სახალხო თავდაცვითი ძალების (SDF) პრესცენტრის ცნობით, ქურთისტანის მილიციამ ჩრდილოეთ ერაყში გაანადგურა თურქული არმიის 17 ტანკი და ათზე მეტი დრონი.

აღნიშნულია, რომ ტანკებთან ერთად თურქეთის არმიას კიდევ მინიმუმ 10 ჯარისკაცი დაკარგა. გავრცელებული ინფორმაციით, ერაყში შეჭრილმა თურქულმა არმიამ ბრძოლის ველზე დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთი ჩრდილოეთ ერაყში ქურთების წინააღმდეგ მიმართავს ქიმიურ იარაღს, მათ შორის ფოსფორს.

ქურთული წყაროები იუწყებიან, რომ გასულ კვირას თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის ავტონომიური ქურთისტანის დოჰუკის პროვინციაში ქალაქ ზახოსკენ  რაკეტები გაისროლეს.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა 9 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავდა 23, ძირითადად ქალები და ბავშვები. თურქული მხარე უარყოფს მის მიმართ ბრალდებებს და მომხდარს ქურთი ბოევიკების მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტად მიიჩნევს. ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა კაზემიმ კი განაცხადა, რომ ბაღდადმა უშიშროების საბჭოს განცხადება წარადგინა თურქეთის თავდასხმასთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button