მთავარიპოლიტიკა

1994 წლიდან ვართ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მაგრამ მზად ვართ დავეხმაროთ სომხეთსა და აზერბაიჯანს ორმხრივ ფორმატშიც: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა სახელმწიფო მდივანთან, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელთან, ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრებზე. მან აღნიშნა, რომ მოახერხა გარკვეული პროგრესის მიღწევა. „ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ პარტნიორებთან უწყვეტი ჩართულობისა და დიპლომატიური მოლაპარაკებების მეშვეობით  გვჯერა, რომ შეგვიძლია გავაგრძელოთ წინსვლა. სახელმწიფო მდივანს ჰქონდა არაერთი სატელეფონო საუბარი სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან, მაგრამ ამ შენობაში არის რამდენიმე ადამიანი, მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ჩართულნი არიან თავიანთ კოლეგებთან ყველა დონეზე, რათა გააგრძელონ ეს იმპულსი და შესთავაზონ  დახმარება  იქ, სადაც ვეძებთ გრძელვადიან, ყოვლისმომცველ მშვიდობას.” – თქვა პრაისმა. კითხვაზე, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოფისი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში მინსკის ჯგუფი არ განიხილება, პრაისმა აღნიშნა, რომ თავის განცხადებებში, მათ შორის გუშინდელშიც,  აშშ-მ ნათლად აჩვენა, რომ მზადაა მხარი დაუჭიროს ამ ორ ქვეყანას  ნებისმიერი სახით, იმ ფორმატში, რომელიც იქნება ყველაზე ეფექტური. „1994 წლიდან ვართ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მაგრამ როგორც ვაჩვენეთ, ასევე მზად ვართ ვითანამშრომლოთ ქვეყნებთან ორმხრივად, რათა დავეხმაროთ სომხეთსა და აზერბაიჯანს გრძელვადიანი, ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარებაში“, – განაცხადა აშშ-ის Სახელმწიფო დეპარტამენტის  წარმომადგენელმა.

ნახეთ მეტი
Back to top button