
5-10 სექტემბერს სომხეთი გახდება მეცნიერების, ტექნოლოგიების, ხელოვნებისა და მუსიკის მსოფლიო ცენტრი, რომელიც ცნობილ მეცნიერებს, ასტრონავტებსა და მუსიკოსებს ფესტივალ „STARMUS“-ის ფარგლებში უმასპინძლებს. ეს ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნების საშუალებით მეცნიერების პოპულარიზაციას, უნიკალური დღესასწაულია, რომელიც ჩვენს ქვეყანას აიძულებს რამდენიმე დღე მეცნიერებისა და ინოვაციების რიტმთ იმოძრაოს. ფესტივალი STARMUS-ი მეექვსედ იმართება. ის ერთი და იგივე იდეის გარშემო აერთიანებს ცნობილ კოსმონავტებს, ასტრონომებს, ნობელის პრემიის ლაურეატებს, გამოჩენილ მეცნიერებსა და მეცნიერებითა და კოსმოსით დაინტერესებულ ადამიანებს. როგორი იყვნენ წინა ფესტივალები, რით იყვნენ გამორჩეულნი და დასამახსოვრებელი? ამ კითხვებზე პასუხს წარმოგვიდგენს „არმენპრესი“ STARMUS წინა ფესტივალებისადმი მიძღვნილი სტატიების სპეციალური სერიით.
STARMUS I: “კოსმოსში კაცობრიობის 50 წელი “
პირველი ფესტივალი „STARMUS“-ი მოეწყო 2011 წლის 20-25 ივნისს ესპანეთის კანარის კუნძულებზე. ფესტივალის თანადამფუძნებლებმა, ასტროფიზიკოსმა გარიკ ისრაელიანმა და ლეგენდარულმა Queen-ის გიტარისტმა, ასტროფიზიკოსმა ბრაიან მეიმ შეძლეს ტენერიფესა და ლა პალმაში ისეთი მეცნიერებისა და ასტრონავტების შეკრება, რომლებიც იქცნენ შთაგონებისა და კოსმოსის სიყვარულის წყაროდ მთელი თაობისათვის მსოფლიოში. მათ შორის იყვნენ Apollo 11 ასტრონავტები ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი, საბჭოთა კოსმონავტები ალექსეი ლეონოვი და ვიქტორ გორბატკო, ნობელის პრემიის ლაურეატი ასტროფიზიკოსები მაიკლ მერი, კიპ თორნი და ჯორჯ სმუტი, ბიოლოგი და გენეტიკის პროფესორი ჯეკ შოსტაკი, Apollo 8 – ასტრონავტი უილიამ ანდერსი და სხვები. პირველი ფესტივალი „STARMUS“-ი მიეძღვნა პირველი კოსმონავტის იური გაგარინის ისტორიული ფრენის 50 წლის იუბილეს და ეწოდა „კოსმოსში კაცობრიობის 50 წელი“.

იმ ადამიანის ბოლო საჯარო გამოსვლა, ვინც მთვარეზე ფეხი დაადგა
STARMUS I-ის დასრულების შემდეგ თავის ინტერვიუებში გარიკ ისრაელიანი ხშირად ყვება, თუ როგორ უყურებდა ყველა სკეპტიკურად იმ ფაქტს, რომ Apollo 11-ის ასტრონავტი ნილ არმსტრონგი, პირველი ადამიანი, ვინც მთვარეზე ფეხი დადგა, მონაწილეობას მიიღებდა ფესტივალში. „იმ პერიოდში არმსტრონგის მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში და საჯარო გამოსვლებში იმდენად იშვიათი გახდა, რომ როცა მისი მონაწილეობა ფესტივალზე მთავარ მომხსენებლად გამოვაცხადეთ, არავინ დაგვიჯერა… ხალხმა თქვა, რომ უბრალოდ გიჟები ვიყავით. მაგრამ მის მოვიდა…“, – ამბობს ისრაელიანი.
არმსტრონგის გამოსვლა მე-20 საუკუნის შუა ხანებში დაწყებულ კოსმოსურ რბოლას, დედამიწაზე ადამიანის სიცოცხლეს და მომავალს მიეძღვნა. 81 წლის არმსტრონგმა სიტყვა შემდეგი სიტყვებით დაასრულა:
„იმედი მაქვს, ჩვენი შვილიშვილები, როცა ჩვენს ასაკს მიაღწევენ, უკან მოიხედავენ და იტყვიან: „მე-20 საუკუნე იყო ტექნოლოგიური პროგრესისა და გაუმჯობესების ერა, ხოლო 21-ე საუკუნე იყო პროგრესისა და ადამიანის ხასიათის გაუმჯობესების ხანა“. და ეს საშუალებას ოგვცემს ჩვენ, მიწიერებს, წინ წავიწიოთ და გავაფართოვოთ ჩვენი ადამიანური ყოფნა დედამიწის მიღმა, თან წავიღოთ არა ყველაზე ცუდი, არამედ საუკეთესო ქცევა“.

არმსტრონგის ეს საჯარო გამოსვლა STARMUS I-ის ფარგლებში ბოლო იყო მის ცხოვრებაში. გამოჩენილი ასტრონავტი ფესტივალიდან ერთი წლის შემდეგ, 2012 წლის 25 აგვისტოს გარდაიცვალა.
საბჭოთა კოსმონავტი, რომელიც პირველი გავიდა ღია კოსმოსში
ფესტივალის მთავარ მომხსენებლებს შორის იყო ლეგენდარული საბჭოთა კოსმონავტი ალექსეი ლეონოვი, რომელიც 1965 წელს გახდა პირველი ადამიანი, ვინც გავიდა ღია კოსმოსში. მან თავისი გამოსვლა საბჭოთა კოსმოსური პროგრამის შექმნის ისტორიას მიუძღვნა, ასევე წარმოადგინა კოსმოსური ხომალდის Voskhod 2-ის მიერ განხორციელებული ისტორიული მისიის დეტალები. ფესტივალის მნიშვნელობაზე ჟურნალისტებთან საუბრისას ლეონოვმა აღნიშნა, რომ ფესტივალი თავისი ბუნებით უნიკალურია, რადგან მსგავსი ღონისძიება ჯერ არავის მოუწყვია.
108 წუთი დისკუსია დიდი კანარის ტელესკოპის ტერიტორიაზე
პალმის კანარის კუნძულის ჩამქრალი ვულკანის კრატერში 2007 წელს აშენებულ კნარის დიდი ტელესკოპის (GTC) ტერიტორიაზე გაიმართა პანელური განხილვა მთავარი მომხსენებლების მონაწილეობით. მსოფლიოში ყველაზე დიდი სარკის ოპტიკური რეფლექტორული ტელესკოპის ტერიტორიაზე დისკუსია გაგრძელდა ზუსტად 108 წუთის განმავლობაში, ზუსტად იმდენი, რამდენიც პირველმა კოსმონავტმა იური გაგარინმა გაატარა დედამიწის ორბიტაზე. დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს ბოლო წლების კოსმოსური მოგზაურობის მიღწევებზე, პლანეტა დედამიწის შენარჩუნების აუცილებლობაზე, მეცნიერების განვითარების თვალსაზრისით ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე და მეცნიერების მიერ პრიორიტეტული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაზე.