აშშ სომხეთს დემოკრატიის განმტკიცების მიზნით 120 მილიონი დოლარის გრანტს გამოუყოფს
28 ივლისს, მთავრობამ დაამტკიცა სრ პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი „სომხეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის განვითარებაზე მიმართული თანამშრომლობის საგრანტო ხელშეკრულების დამტკიცების შესახებ“.
გადაწყვეტილების დასაბუთებაში ნათქვამია: ,,სომხეთის მთავრობასა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის 2022 წ. 29 ივნისს ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას სომხეთსა და აშშ-ს შორის განვითარებაზე მიმართული თანამშრომლობის შესახებ.
განვითარებაზე მიმართული თანამშრომლობის საგრანტო ხელშეკრულების მიზანია სომხეთის მხარდაჭერა დემოკრატიისა და ეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებისკენ მიმართული რეფორმების პროცესში. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯამური დაგეგმილი წვლილი მიზნების მიღწევისთვის შეადგენს 120,000,000, აშშ დოლარს, რომელიც გაიცემა განაწილვადებით. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო გეგმავს თავისი მთლიანი წვლილის განაწილებას მიზნებს შორის შემდეგნაირად: 68,565,000 აშშ დოლარი – დემოკრატიის პოპულარიზაციისთვის, 51,435,000 აშშ დოლარი – ეკონომიკური უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის.
COVID-19-ის პანდემიით და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შედეგად გამოწვეული რყევების, ასევე 2021 წ. სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ამ დოკუმენტით ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას მხარი დაუჭიროს სომხეთის რესპუბლიკას ეფექტური და ანგარიშვალდებული მმართველობის ჩამოყალიბებაში, დემოკრატიული მიღწევების შენარჩუნებაში და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევაში.