“ვენებს აღარ აქვს მედიკამენტების მიმღეობა” – ხერხეულიძე სააკაშვილზე
,,მეტრონომი.გე” წერს, რომ [სააკაშვილს] დღეს უკვე აღარ აქვს ამის უნარი იმიტომ რომ ვენებს არ აქვს მიმღეობა მედიკამენტების, – აღნიშნულის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.~
მისივე თქმით, გადასხმის შეფერხება არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის ძალიან სახიფათო ამბავი.
“საბედნიეროდ არ დადასტურდა კოვიდი, რაც კარგია. მაგრამ ეს მის მდგომარეობას არ აუმჯობესებს იმიტომ რომ თქვენ იცით, დღის განმავლობაში 3 ან 4 გადასხმა მაინც უკეთდება მას იმისთვის, რომ გამძლეობა ჰქონდეს ადამიანს უბრალოდ კლინიკაში ყოფნის.
დღეს უკვე აღარ აქვს ამის უნარი იმიტომ რომ ვენებს არ აქვს მიმღეობა მედიკამენტების. ეს არის გადასხმის შეფერხება არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის ძალიან სახიფათო ამბავი და მე ვფიქრობ, რომ მთავარი თემა, რაზეც უნდა ვკონცენტრირდეთ არის მისი დაუყოვნებლივ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება რაც გამოიხატება აქედან გაყვანაში. სხვაგვარად მე გამოსავალი არ მეგულება”, – აცხადებს ხერხეულიძე.