
ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანის კოორდინაციით, ევროკავშირთან ჩვენი ორმხრივი საგრანტო პროგრამების ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში 14,2 მილიონი ევრო ჩაირიცხა. ამის შესახებ ვიცე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მანე ადამიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.
“1. ვიცე-პრემიერის მჰერ გრიგორიანის აპარატის მიერ კოვიდ პანდემიით გამოწვეული პრობლემების შესარბილებლად და სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის ამაღლების მიზნით განხორციელებული საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტის ბოლო ასიგნება 6 მილიონი ევროს ოდენობით გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. ზოგადად, პროგრამის ფარგლებში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტში 30 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი ჩაირიცხა პროგრამით განსაზღვრული ყველა წინაპირობის 100%-ით შესრულებით.
2. სასამართლო რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროგრამის რეგულარული ასიგნება სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 8,2 მლნ ევროს ოდენობით.
ზოგადად, პროგრამის ფარგლებში, ბოლო ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში 17,2 მილიონი ევროს გრანტი ჩაირიცხა. პროგრამა მომავალ წელს დასრულდება. ევროკავშირის პარტნიორებმა მაღალი შეფასება მისცეს მთავრობასთან თანამშრომლობას და პროგრამების ფარგლებში დაფიქსირებულ შედეგებს“.