საზოგადოება

სომხეთში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჯანდაცვის მინისტრი

სომხეთში “მაიმუნის ყვავილის” შემთხვევა არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა.

 „სომხეთში ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მაიმუნის ჩუტყვავილას ეჭვობენ, კეთდება ტესტირება, ამ დრომდე ყველა ტესტის შედეგი უარყოფითია“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, სომხეთმა მიიღო ჩუტყვავილას ტესტირების ტესტი რუსეთის ფედერაციიდან. ამ კვირის დასაწყისში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა.

ამჟამად 16000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა 75 ქვეყნიდან, თქვა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა დოქტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ნახეთ მეტი
Back to top button