საზოგადოება
20 დაკავებული და სპეცოპერაციების სერია საქართველოს მასშტაბით | ნარკორეალიზატორებს 20 წლამდე პატიმრობა ემუქმრებათ
,,მთავარი არხი” წერს, რომ ერთობლივი სპეცოპერაციების სერია საქართველოს რეგიონებში და 20 დაკავებული. პოლიციამ ნარკორეალიზატორების მასშტაბური ქსელის წევრები აიყვანა.
ოპერაციისთვის მზადება დიდი ხანია მიმდინარეობდა. ცნობილია, რომ პოლიციის აგენტებმა წინასწარი შესყიდვები განახორციელეს და ნარკოვაჭრობის ფაქტები ვიდეოკადრებით არის დადასტურებული.
საბოლოოდ სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკი. რამდენიმე დაკავებულს კი ოც წლამდე პატიმრობა ემუქრება.