მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანმა უკრაინას საჰაერო ბომბები მიაწოდა: Telegram-ის არხებში სკანდალური დოკუმენტები ვრცელდება

რუსული სოციალური მედიის პლატფორმები და სხვადასხვა ქვეყნების მედია სავსეა ინფორმაციით, რომ აზერბაიჯანმა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, პირისპირ ნეიტრალურ პოზიციაზე, უკრაინას საჰაერო ბომბები მიაწოდა. ამის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას რუსული ტელეგრამის არხი Wings of war („Крыля войны“) ავრცელებს, ერაყის Sabereen News Telegram-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანმა 2022 წელს აპრილში ფარულად მიაწოდა საბრძოლო მასალა უკრაინელ სამხედროებს.

ამ დოკუმენტების მიხედვით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სამრეწველო ასოციაციამ CIHAZ-მა უკრაინის სახელმწიფო კომპანია „უკრსპეტეექსპორტს“ საჰაერო ბომბები გაუგზავნა. ტვირთის გადაზიდვას ავიაკომპანია „მერიდიანი“ ახორციელებდა სუდანის ქალაქ ხარტუმიდან პოლონეთში, იქიდან კი უკრაინაში.

„ამგვარად, აზერბაიჯანი (და გარკვეულწილად თურქეთი) უშუალოდ მონაწილეობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მაღალი სიზუსტის საჰაერო ბომბებით შეიარაღებაში, მიუხედავად მათი ოფიციალური ნეიტრალიტეტისა უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის მიმართ. რჩება ორი ძირითადი კითხვა: რამდენი ასეთი ბომბი იქნა გამოყენებული რუსეთის ფედერაციის და ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების წინააღმდეგ და რისთვის სჭირდება აზერბაიჯანს ასეთი ბინძური ისტორია, ალბათ  საეჭვო სარგებელისთვის“,  – ასკვნის რუსული ტელეგრამარხი.

https://t.me/wingsofwar/13347?single

ნახეთ მეტი
Back to top button