მთავარიპოლიტიკა

სააკაშვილი უარს ამბობს ქართულ პოლიტიკაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს. გელბახიანმა აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტი წყვეტს კავშირს მის მიერ დაარსებულ ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა. „ახლა საქმეა სიკვდილ-სიცოცხლის საქმე და არა პოლიტიკა“, – განაცხადა გელბახიანმა. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს.

ნახეთ მეტი
Back to top button