მთავარიპოლიტიკა

საგზაო რუქისა და სამშვიდობო დღის წესრიგის კულმინაცია აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაა: არმენ გრიგორანი

საგზაო რუქისა და სამშვიდობო დღის წესრიგის კულმინაცია აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაა. ამის შესახებ სრ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა “არმენპრესთან” ინტერვიუში განაცხადა.

სომხეთის  ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა შეახსენა, რომ აზერბაიჯანმა ამ კუთხით ხუთი პუნქტი წარმოადგინა და სომხეთის რესპუბლიკამ განაცხადა, რომ მათში მიუღებელი არაფერია.

რაც შეეხება სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას, გრიგორიანმა განაცხადა, რომ სომხეთი ცნობს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, სულ მცირე, იმის გამო, რომ ეს ჩვენი კანონმდებლობის ნაწილია.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა აღიარეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების ხელშეუხებლობა დსთ-ს შექმნის შესახებ ხელშეკრულებით, რომელიც ხელმოწერილი და მოგვიანებით რატიფიცირებულია 1991 წელს. და ეს დღეს სომხეთის და აზერბაიჯანის კანონმდებლობის ნაწილია. ეს უნდა იყოს გამოხატული ორმხრივ დონეზეც. და როგორც ვთქვით, ჩვენთვის მიუღებელი არაფერია ასეთ პერსპექტივაში და სომხეთს, დიახ, ტერიტორიული მოთხოვნები აზერბაიჯანისგან არ აქვს“, – განაცხადა არმენ გრიგორიანმა.

მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ ბატონმა გრიგორიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო გარანტია, რაც გამოხატულია  რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ჯარების ყოფნით.  მისი თქმით, ამ გარანტიის შემდგომ გაუმჯობესებაზე უნდა იმუშაოს, მაგრამ მთიანი ყარაბაღის პრობლემის დემილიტარიზაცია მნიშვნელოვანი იდეაა.

ნახეთ მეტი
Back to top button