მთავარისაზოგადოება

სომხურ-ქართული თანამშრომლობა ვეტერინარიის სფეროში ახალი მიმართულებებით განვითარდება

საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის დელეგაციამ, სრ სურსათის უვნებლობის ინსპექტირების სამმართველოს უფროსის, გეორგი ავეტისიანის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ორი ქვეყნის ვეტერინარული სამსახურების საქმიანობისადმი მიძღვნილ სემინარში.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, სურსათის უვნებლობის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელმა ანგარიში წარადგინა თემაზე „ვეტერინარული სამსახური სომხეთში, ვალდებულებები და იერარქიული სტრუქტურა, დაქვემდებარების ჯაჭვი“.

მან ხაზი გაუსვა სომხურ-ქართული თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პარტნიორი ინსტიტუტების დარგის სპეციალისტების ასეთი დისკუსიები ხელს შეუწყობს ვეტერინარიის სფეროში უფრო ეფექტური, თანამედროვე და საერთაშორისო ნორმების კონტროლის განხორციელებას ორივე ქვეყანაში.

ორი ქვეყნის სპეციალისტებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ერთობლივი ღონისძიებების შემუშავებაზე, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანებისა და ცხოველებისთვის საერთო დაავადებებთან ბრძოლას, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი ქვეყნიდან ქვეყანაში შეღწევის შესაძლებლობა.

საუბარი ასევე შეეხო მეზობელ ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლას. სემინარის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო მოხსენებები საქართველოს ვეტერინარული სამსახურის საქმიანობასთან, ორივე ქვეყნის ცხოველთა იდენტიფიკაციის, აღრიცხვისა და მიკვლევადობის სისტემებთან და ლაბორატორიულ შესაძლებლობებთან დაკავშირებულ თემებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button