საერთაშორისო

მიხეილ სარჯველაძე პოლიტიკიდან სააკაშვილის შესაძლო წასვლაზე: „ნაციონალური მოძრაობა“ სასოწარკვეთას მიეცა, როცა ამ ამბის შესახებ გაიგო

„ნაციონალური მოძრაობა“ ერთგვარად სასოწარკვეთას მიეცა, როცა გაიგო ამ ამბის შესახებ და შესაბამისად ის შეიძლება აღმოჩნდეს ეგზისტენციალური რისკების წინაშე და მისთვის ბუნებრივია, რომ არის ამგვარი მოცემულობა, რასაც შეეცდებიან რომ ყველანაირად შეეწინააღმდეგონ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ პოლიტიკიდან სააკაშვილის შესაძლო წასვლაზე საუბრისას. ამის შესახებ უნფორმაციას imedinews.ge აქვეყნებს.

„ამაზე დიდხანს ფიქრი და სჯა-ბაასი, მე არ მგონია, რომ დიდი აზრის მქონე იყოს და პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდეს“, – დასძენს სარჯველაძე.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა „ქრონიკას“ განუცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს.

ნახეთ მეტი
Back to top button