ეკონომიკა
რომელ სექტორებში რა რაოდენობის ინფლაცია დაფიქსირდა?

სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, სომხეთში მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში 8,1 პროცენტიანი ინფლაცია დაფიქსირდა. საკვები და უალკოჰოლო სასმელები 13,7 პროცენტით გაძვირდა, ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 7,8 პროცენტით, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 9 პროცენტით. რესტორნები და სასტუმროები 5,7 პროცენტით გაძვირდა, დასვენება და კულტურა 12 პროცენტით, ტრანსპორტირება 6,1 პროცენტით.