პოლიტიკა

რუსეთს და ირანს სურთ დასავლეთის გაყვანა სამხრეთ კავკასიიდან:  ყანდაჰარიანი

რუსეთსა და ირანს, სურთ დასავლეთის გაყვანა სამხრეთ კავკასიიდან, რაშიც სდილობენ თურქეთის ჩათრევასაც.  ამას მოწმობს მოსკოვის განცხადებებიც ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლის შესახებ, რაც გულისხმობს სამხრეთ კავკასიაში ახალი სტატუს კვოს დამყარებას თურქეთისა და რუსეთის შეთანხმებით და ხელს უშლის დასავლეთის ჩართულობას რეგიომალურ პროცესებში.  ამის შესახებ NEWS.am-თან საუბარში ლიბანში გამომავალი სომხური გაზეთის „აზდაკის“ მთავარმა რედაქტორმა შაჰან ყანდაჰარიანმა განაცხადა. მისი რწმენით, დასავლეთის რეგიონიდან გაყვანის ინტერესმა შექმნა წინაპირობა „3+3“ ფორმატში მოლაპარაკებების დასაწყებად.

ყანდაჰარიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ფორმატში გაწევრიანების საკითხი კვლავ სირთულეებს ქმნის. გამოდის, რომ მეორე ტრიადის კომპონენტი (სამხრეთ კავკასიის ქვეყნები) სრულად არ მუშაობს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მასში შედის ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფი სომხეთი და აზერბაიჯანი.

„ერევანმა, ამ ყველაფრის კონტექსტში, უნდა აწარმოოს დაბალანსებული პოლიტიკა, მიუხედავად 44-დღიანი ომის შემდეგ რუსეთზე გაზრდილი  დამოკიდებულებისა. „ასავლეთის აქტიურობა რეგიონში გაგრძელდება, ხოლო განცხადებები ეუთოს მინსკის ჯგუფის საქმიანობის განახლების შესახებ მოწმობს აშშ-სა და საფრანგეთის (როგორც ევროკავშირის წარმომადგენლის) მისწრაფებაზე, გააგრძელონ რბოლა შუამავლის როლისთვის  სომხურ-აზერბაიჯანულ პროცესებში“, – დასძინა მან.

ამ სიტყვებს ადასტურებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ბლინკენის შეხსენება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ალიევისთვის, რომ „აშშ არის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე 1994 წლიდან და მზადაა ორმხრივი თანამშრომლობისთვის, რათა სომხეთმა და აზერბაიჯანმა შესძლონ გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა“.  

ნახეთ მეტი
Back to top button