საერთაშორისო

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ორწლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს.

2 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 220 250 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტით, მაქსიმალური 9.860 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.846 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.875 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

ამასთან, 2 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 44 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.390 პროცენტით, მაქსიმალური 10.390 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.390 პროცენტით განისაზღვრა.

ნახეთ მეტი
Back to top button