მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანული ქვედანაყოფების თავდასხმა არცახზე გრძელდება, არის გარდაცვლილი და დაჭრილები

არცახის  თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაახლოებით 15:00 საათზე, საკონტაქტო ხაზის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა თავდასხმისას  დრონები გამოიყენეს, რის შედეგადაც შეიარაღებული ძალების ერთი ჯარისკაცი სასიკვდილოდ დაიჭრა. კიდევ 8 სამხედრო მოსამსახურე სხვადასხვა ხარისხით დაშავდა.

ამის შესახებ იუწყება არცახის  თავდაცვის სამინისტროს  პრეს-სამსახური. მოვლენების შემდგომო განვითარების შესახებ  პერიოდულად  ცნობას გაავრცელებენ.

მანამდე თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 3 აგვისტოს, 09:00 საათიდან, აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა უხეშად დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, თავდაცვის სამინისტროს პოზიციების მიმართულებით ყუმბარმტყორცნები და საზენიტო რაკეტები გამოიყენეს, რის შედეგადაც 7 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, რომელთაგან 6-ის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ერთი დაშავებულის  მდგომარეობა მძიმეა.

ნახეთ მეტი
Back to top button