კულტურა

კავკასიის მიმზიდველი ბუნებრივი საოცრება – ხოსროვის ტყე და დილიჯანის  პარკი „Forbes“-ის  რეკომენდაციების სიაშია

სომხეთის ბუნების საოცრებებს შორის „ Forbes “-ის  მიერ შემოთავაზებულ სასურველ ტურისტულ ადგილთა სიაში მოხვდა „ხოსროვის ტყე“ – სახელმწიფო ნაკრძალი და დილიჯანის  ეროვნული პარკი.  „არმენპრესის“ ცნობით, პუბლიკაციაში სახელწოდებით „კავკასიის ხუთი მიმზიდველი ბუნებრივი საოცრება“ ავტორი გთავაზობთ დატკბეთ ეროვნული პარკებისა და ნაკრძალების შთამბეჭდავი სილამაზით.

სახელმწიფო ნაკრძალის „ხოსროვის ტყის“  გაცნობისას აღნიშნულია, რომ იგი შეიქმნა 300-იან წლებში მეფე ხოსროვ III-ის მიერ დაარსებულ ტყის ტერიტორიის ნაწილზე.

„არდის რეგიონში ღვიის და მუხის ხეებით მდიდარი ეს ტყის ტერიტორია ცნობილია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით, მტაცებლებით: მგელი, ფოცხვერი, დათვი გრიზლი , იღბლიან სტუმრებს ლეოპარდების ნახვაც შეუძლიათ“, – ნათქვამია სტატიაში.

სომხეთის ბუნების საოცრებებს შორის შემდეგი შეთავაზება არის  დილიჯანის  ეროვნული პარკი, რომელიც მდიდარია უზარმაზარი ტყეებით, ორიგინალური ფაუნით და მრავალსაუკუნოვანი სტრუქტურებით, სწორედ სომხეთის გულში. რეგიონი გამოირჩევა ტიპიური სომხეთისათვის დამახასიათებელი ფრინველებით, ძუძუმწოვრებით, ამფიბიებით.

„დილიჯანში არის მრავალი ისტორიული რელიგიური ნაგებობა, მათ შორის ჰაღარწინის მონასტერი, ასევე გოშავანქი, უზარმაზარი კომპლექსი, რომელიც აშენდა დაახლოებით 800 წლის წინ. გარდა ბუნების სასწაულით ტკბობისა, ვიზიტორებს შეუძლიათ გაისეირნონ ქალაქ დილიჯანში, რომელიც გამოირჩევა ორიგინალური არქიტექტურით“, – წერს Forbes-ი.

ნახეთ მეტი
Back to top button