კულტურა

როზა ლინი, Columbia Records-ის შემსრულებელი

როზა ლინი, რომელმაც  სომხეთი წარმოადგინა ევროვიზია 2022-ზე, ოფიციალურად გახდა მსოფლიოში ცნობილი Columbia Records-ის არტისტი.

„ჩემს ყველაზე გიჟურ სიზმარშიც არ მოველოდი, რომ ასეთი ამბები გამეზიარებინა. ჩემი ცხოვრება იმაზე სწრაფად შეიცვალა, ვიდრე წარმომედგინა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა გოგონას პატარა ქალაქიდან. ასე რომ, მე მზად ვარ ჩვენი მოგზაურობის შემდეგი ეტაპისთვის“, – წერს როზა ლინი.

“ევროვიზია 2022”-ის გამარჯვებულად უკრაინის წარმომადგენელი გამოცხადდა. სომხეთის წარმომადგენელმა როზა ლინმა 61 ქულით მე-20 ადგილი დაიკავა. როზამ შეასრულა კომპოზიცია “SNAP”. მისი გამოსვლის დადგმის ავტორები არიან მარვინ დიტმანი ავსტრიიდან და დენ შიპტონი ინგლისიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button