მთავარიპოლიტიკა

სანქციების ქვეშ მყოფი იტალიური საქონელი რუსეთში თურქეთის გავლით აღწევს: მასმედია

მოულოდნელად თურქეთის ყურადღება  იტალიურმა მოდამ მიიპყრო.  მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას  რომსა და ანკარას შორის სავაჭრო ურთიერთობების ანომალიური აყვავება. იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ივნისში თურქეთში იტალიის იმპორტმა 1 მილიარდ 400 მილიონ ევროს მიაღწია, იუწყება BFM.ru  Corriere della sera-ზე დაყრდნობით.

ეს განსაკუთრებული მაჩვენებელია, რადგან, მაგალითად, თებერვალში ეს მოცულობა 900 მილიონი ევრო იყო, ბოლო 10 წლის განმავლობაში კი 1 მილიარდისათვის არასოდეს არ გადაუჭარბებია.  ეს ყველაფერი ურთიერთგამომრიცხავია, რადგანაც  ლირის გაუფასურების გათვალისწინებით, თურქეთში საქონლის ნაკადი უნდა შემცირდეს და არა გაიზარდოს. მედია წერს, რომ ეს მიგვანიშნებს  თურქეთის როლზე რუსეთისთვის სანქციების ქვეშ მყოფი საქონლის მიწოდებაში. მეტიც, როგორც კვირის დასაწყისში თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტმა გაავრცელა ინფორმაცია,  თურქეთიდან რუსეთში ექსპორტმაც რეკორდი დაამყარა. მხოლოდ წლის პირველ ნახევარში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობამ 27 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც  გასულ წელს 33 მილიარდი ევროს ადგენდა.  საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ამის დასტურია საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საზღვარზე სატვირთო მანქანების დაგროვება.

იტალიური გაზეთი აღნიშნავს, რომ დასავლეთი უკვე ამზადებს ანგარიშს იმ ქვეყნების შესახებ, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლის საკითხში დახმარების ხელს უწვდიან.  გაზეთის წყაროების ცნობით, კომისიას ხელმძღვანელობენ რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის წარმომადგენელი ანდრეი ერმაკი. ამბობენ, რომ ისინი ვაშინგტონს მოუწოდებენ, დახუროს ხარვეზები სატრანზიტო ქვეყნების მეორადი სანქციებით მუქარით. Corriere della sera პირდაპირ ადანაშაულებს ანკარას დასავლური სანქციების გვერდის ავლაზე რუსეთისადმი გაწეული დახმარებისათვის, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ იტალიური საქონელი რუსეთში პირდაპირ  თურქეთის გავლით მოხვდება, სანქციებს  ყველა არ ექვემდებარება. დავამატოთ, რომ ანკარას რუსეთისათვის  სანქციები არ დაუწესებია და აქტიურად ეხმარება რუსულ ბიზნესს ტავი შეაფაროს თურქეთში.

ნახეთ მეტი
Back to top button