მთავარიპოლიტიკა

სომხეთმა ახალი სრული სახელმწიფოთაშორისი საჩივარი წარუდგინა ევროსასამართლოს აზერბაიჯანის წინააღმდეგ

ამა წლის  27 ივლისს სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ  ახალი სახელმწიფოთაშორისი სრული საჩივარი წარადგინა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელმა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში.

აღნიშნული საჩივარი, სხვათა შორის, ეხება აზერბაიჯანის მიერ 2022 წელს არცახის რესპუბლიკის სოფლების ხრამორთისა და ფარუხის მიმართულებით განხორციელებული აგრესიის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევას,  არცახის რესპუბლიკის საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობის მიმართ აზერბაიჯანის მხრიდან რეალური მუქარას,  ასევე 2021-2022 წლებში ა ზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქმედებებს  არცახის რესპუბლიკის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ,  ძალის გამოყენების შემთხვევებს, რის შედეგადაც დაირღვა ადამიანთა სიცოცხლის უფლება.

ნახეთ მეტი
Back to top button