პოლიტიკა

სომხურმა მხარემ დაკარგული აზერბაიჯანელი სამხედრო აზერბაიჯანს გადასცა

23 ივლისს, დაახლოებით 13:30 საათზე, გეღარქუნის რაიონის სასაზღვრო ზონაში სომეხმა დაცვის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი, რიგითი კამიზ მიუბარიზის ძე იბაევი, რომელმაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთა. ამ უკანასკნელის მიერ საზღვრის გადაკვეთის მიზეზების ახსნა-განმარტების შედეგად დადგინდა, რომ ის დაიკარგა.

როგორც ,,არმენპრეს“-ს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დღეს იბაევი აზერბაიჯანულ მხარეს მთიან ყარაბაღში დისლოცირებული რუსული სამშვიდობო  ძალების სარდლობის მეშვეობით გადასცეს.

ნახეთ მეტი
Back to top button