საზოგადოება

“ჩემი შვილი უკრაინის მოქალაქეა, ალბათ უნდა დაუბრუნდეს იმ სახელმწიფოს” – ალასანია

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ ჩემი შვილი უკრაინის მოქალაქეა, ალბათ უნდა დაუბრუნდეს იმ სახელმწიფოს, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იურიდიული მხარე უნდა გადაიდოს და მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ იმკურნალოს.

“ძალიან არ მომეწონა. მთელი დღის პირველი ნახევარი გული ერეოდა და ლუკმა არ ჩაუდია. ეს იურიდიული მხარე უნდა გადაიდოს და მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ იმკურნალოს. ძალიან ბევრი დიაგნოზი აქვს დასმული და ზოგიერთი ისეთია, რომელსაც აქ ვერ განკურნავენ. თუ მოხდება ყველაფერი ისე, როგორც მე წარმომიდგენია ყველაზე უკეთეს ვარიანტში, მაშინ ალბათ საბოლოოდ… იცით რაშია საქმე, ჩემი შვილი დღეს არ არის საქართველოს მოქალაქე, ის უკრაინის მოქალაქეა და ალბათ უნდა დაუბრუნდეს იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც არის”, – ამბობს გიული ალასანია.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვეა კლინიკა “ვივა მედში” მკურნალობს.

ნახეთ მეტი
Back to top button