მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის დანაშაულებრივი საქციელი საფრთხეს უქმნის არცახში მცხოვრებთა სიცოცხლის უფლების ნებისმიერ გარანტიას –   სომხეთის ომბუდსმენი

სომხეთის  ადამიანის უფლებათა დამცველმა ქრისტინე გრიგორიანმა განცხადება გაავრცელა არცახის ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით. რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ:

“2022 წლის  1-2 აგვისტოს და დღეს აზერბაიჯანულმა მხარემ აგრესიული სამხედრო ოპერაციები ჩაატარა არცახის სხვადასხვა მიმართულებით რუსული სამშვიდობო მისიის პასუხისმგებლობის ზონაში სხვადასხვა კალიბრის იარაღის, ყუმბარმტყორცნებისა და თავდასხმის თვითმფრინავების გამოყენებით. ეს ქმედებები უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ცნობილ პრინციპებს ძალის გამოყენებისა და ძალის მუქარის აკრძალვის შესახებ, ასევე 2020 წ. აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციით აღებულ  ვალდებულებებს. აზერბაიჯანის მხრიდან ეს დანაშაულებრივი საქციელი გასაკიცხია, ის პირდაპირ საფრთხეს უქმნის და არსებითად აუქმებს არცახში მცხოვრები ხალხის სიცოცხლის უფლების ნებისმიერ გარანტიას, რაც მშვიდობის ყველაზე სასიცოცხლო კომპონენტია. ეს დანაშაულებრივი ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. მიხედავად მოვლენების  გეოგრაფიული მდებარეობისა  და მონაწილე მხარეების სამხედრო-პოლიტიკური ამბიციებისა, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლესა და სხვა უფლებებზე ამ ხელყოფამ  თავისი ჭეშმარიტი შეფასება უნდა მიიღოს. მივმართე მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ელჩებს, სხვა საერთაშორისო აქტორებს, რომლებიც ჩართულნი არიან კონფლიქტის მოგვარებაში, გამოიყენონ მაქსიმალური ძალისხმევა არცახის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის უფლების ჭეშმარიტად უზრუნველსაყოფად“.

ნახეთ მეტი
Back to top button