მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის თავდასხმის შედეგად ორი საკონტრაქტო ჯარისკაცი დაიღუპა

3 აგვისტოს აზერბაიჯანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შედეგად დაიღუპა 2 საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე: გურგენ გალერის ძე გაბრიელიანი და არტურ იურის ძე ხაჩატრიანი. “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ იტყობინება სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

„როგორც უკვე ვიუწყებოდით, 3 აგვისტოს, 09:00 საათიდან, აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა, უხეშად დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, მიზანში ამოიღეს სამხედრო პოზიციები და ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის მუდმივი მდებარეობა,  სხვადასხვა კალიბრის შაშხანა და თავდასხმის ავტომატების გარდა გამოიყენეს ნაღმტყორცნები და ყუმბარმტყორცნები, რის შედეგადაც სასიკვდილოდ დაიჭრნენ საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები გურგენ გალერის ძე გაბრიელიანი და არტურ იურის ძე ხაჩატრიანი. არცახის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო იზიარებს დანაკარგების გამო გამოწვეულ მძიმე მწუხარებას და თანადგომას უცხადებს დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და თანამებრძოლებს. კიდევ 14-მა სამხედრომ სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო. არცახის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის განმახორციელებელი რუსული ჯარების სარდლობასთან ვითარების სტაბილიზაციისთვის ზომები მიიღება.

18:00 საათისთვის ოპერატიულ-ტაქტიკური ვითარება შედარებით სტაბილურია. განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას არცახის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო გააკეთებს“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

ნახეთ მეტი
Back to top button