მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანმა უნდა დაიცვას თავისი საერთაშორისო ვალდებულებები –  ფაშინიანი

აზერბაიჯანმა პატივი უნდა სცეს  საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიცვას მისივე ხელმოწერილი პუნქტები.  ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომის დასაწყისში განაცხადა, სადაც ბოლო დღეებში ვითარების გამწვავებაზე ისაუბრა.

ფაშინიანის თქმით, ეს ვალდებულებებია:

  • მთიანი ყარაბაღის, როგორც  სუბიექტის არსებობა
  • მთიან ყარაბაღში საკონტაქტო ხაზის არსებობისათვის პატივის ცემა
  • ლაჩინის დერეფნის,  რომელიც სომხეთის დამაკავშირებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, პატივისცემა

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთმა ყველა ვალდებულება შეასრულა. მან ოფიციალურად გამოაცხადა, რომ არცახში სომხეთის რესპუბლიკის  ჯარისკაცი არ არის.

პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის აქტიური ბრძოლები არ მიმდინარეობს, ოპერატიული ვითარება უკიდურესად დაძაბული რჩება.

მთავრობის წევრებმა დღეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციების შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას.

ნახეთ მეტი
Back to top button