მთავარიპოლიტიკა

არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებების ახალ ტალღას

არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს ბოლო დღეებში აზერბაიჯანის მიერ არცახის მიმართ აგრესიული ქმედებების ახალ ტალღას და აფასებს მას როგორც სომხური სიძულვილის გამოვლინებას, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევას, ასევე მორიგ სისასტიკეს, სამშვიდობო მისიის დისკრედიტაციის მცდელობა. “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელაარცახის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

„არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, აზერბაიჯანის ქმედებებს  მისცეს  კვალიფიკაცია და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ოფიციალური ბაქოს დესტრუქციული პოლიტიკის შესაჩერებლად. არცახელი სომხები მტკიცე და გადაწყვეტილნი არიან იცხოვრონ თავისუფლად და სუვერენულად თავიანთ მიწაზე, ღირსეულად გადალახონ ყველა სირთულე“, – ნათქვამია განცხადებაში. მთიანი ყარაბაღის ზონაში დაძაბულობა 1 აგვისტოს დაიწყო, როდესაც, არცახის თავდაცვის არმიის ცნობით, აზერბაიჯანის ქვედანაყოფებმა პროვოკაციას მიმართეს არცახის რესპუბლიკის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ სასაზღვრო ზონის რიგ რაიონებში, 09:00 საათიდან  დილით, სცადეს გადაეკვეთათ საკონტაქტო ხაზი. აზერბაიჯანული პროვოკაციის შედეგად სამხედრო მოსამსახურე ალბერტ ბახშიანი დაშავდა. აზერბაიჯანული მხარის აგრესიული ქმედებები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა.

3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა ახალი შეტევა განახორციელეს საკონტაქტო ხაზის ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით თავდასხმა მოხდა უპილოტო მფრინავი აპარატების გამოყენებით, რის შედეგადაც არცახის თავდაცვის არმიის ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 14-მა კი მიიღოსხვადასხვა ხარისხის დაზიანება.

ნახეთ მეტი
Back to top button