მთავარიპოლიტიკა

ეუთო გამოეხმაურა აზერბაიჯანული ძალების თავდასხმას არცახის პოზიციებზე

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შეტევას არცახის პოზიციების მიმართულებით ეუთომ გამოეხმაურა: 

 „ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ სამხრეთ კავკასიაში დაფიქსირებული შეიარაღებული ინციდენტებისა და მსხვერპლის გამო. მოვუწოდებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა დეესკალაციისა და დიალოგის განახლებისთვის. ჩვენ ერთგული ვართ მხარი დავუჭიროთ ყველა ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას“, – წერს ეუთოს პოლონეთის თავმჯდომარეობა ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, 09:00 საათიდან, აზერბაიჯანულმა შენაერთებმა უხეშად დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, თავდაცვის ძალების პოზიციების მიმართულებით ყუმბარმტყორცნები და საზენიტო რაკეტები გამოიყენეს. სომხურ მხარეს ჰყავს მსხვერპლი და დაჭრილი.

ნახეთ მეტი
Back to top button