მთავარიპოლიტიკა

რომელია თანათავმჯდომარე ქვეყნების რეალური ნაბიჯები? არცახის ომბუდსმენის   მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობას

არცახის უფლებადამცველმა გეღამ სტეპანიანმგანცხადება გაავრცელა და ა აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებები დაგმო.   ქვემოთ წარმოგიდგენთ არცახის  რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველის განცხადებას:

“2022 წლის  1 აგვისტოდან აზერბაიჯანული მხარე აწარმოებს აგრესიულ სამხედრო ოპერაციებს არცახის რესპუბლიკის სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა კალიბრის იარაღის, ყუმბარმტყორცნებისა და თავდასხმის თვითმფრინავების გამოყენებით. ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში ხდება, რომ 2020 წლის ნოემბრიდან მხარეთა შეთანხმებით  დამყარდა ზავი  და არცახის მოსახლეობის სიმშვიდის უზრუნველსაყოფად რუსული სამშვიდობო ძალები არცაში განლაგდნენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ არცახში მშვიდობა სათანადოდ არ დამყარებულა და აზერბაიჯანული მხარე არ ასრულებს დეკლარაციით ნაკისრ ვალდებულებებს, იყენებს ყველა სახის შესაძლებლობას ამა თუ იმ საკითხზე დათმობის მისაღწევად. აზერბაიჯანი თავის ნებისმიერ მოთხოვნას უკავშირებს  ძალის გამოყენებას ან ძალის გამოყენების მუქარას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ დებულებებს. სხვადასხვა საკითხებზე მოლაპარაკებების დროს სომხური მხარე იძულებულია წავიდეს დათმობებზე, რის შედეგადაც ირღვევა ადამიანების ყველაზე ძირითადი უფლებები, მათ შორის სიცოცხლის უფლება. რუსი სამშვიდობოების გაურკვეველი მანდატისა და ძალიან შეზღუდული რაოდენობის გამო მშვიდობა ძალიან მყიფეა  და არცახელი  ხალხი ისევ მარტო იბრძვის საკუთარი უფლებების დასაცავად. მშვიდობის დამყარების მხარდამჭერი განცხადებები რეგულარულად კეთდება სხვადასხვა საერთაშორისო აქტორების მიერ. სად არის ეს მხარდაჭერა? სად არის თანათავმჯდომარე ქვეყნების მიერ გადადგმული რეალური ნაბიჯები ხალხის უფლებების დასაცავად, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და ხალხის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველსაყოფად? სად არის გაეროს, ეკ-ს ან ეუთო-ს ქმედებები? თუ ყველაფერი მხოლოდ ცარიელი სიტყვების დონეზეა? საერთაშორისო მედია ერთი წუთითაც არ დუმს მსოფლიოს სხვა კუთხეებში მიმდინარე კონფლიქტებთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციები აკეთებენ განცხადებებს, ავლენენ ენით აუწერელ მხარდაჭერას და არცახის მოსახლეობა კი,  რომელიც უშუალოდ ებრძოდა აზერბაიჯანის დიქტატურასათობით წლის განმავლობაში, იგნორირებულია. საერთაშორისო ინსტიტუტების ძვირფასო პარტნიორებო, თქვენი არათანმიმდევრულობის, ქმედებების შედეგად, რომელიც არ სცილდება კონფლიქტის ექსპერტიზის სფეროში განხილვას, აზერბაიჯანი თავს დაუსჯელად გრძნობს და მიმართავს ყოველგვარ თავხედობას. შესაძლებელია თუ არა ასეთი ღია ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობა, შესაძლებელია პოლიტიკური ინტერესებით დაბრმავება და ადამიანების და მათი უფლებების იგნორირება?

ნახეთ მეტი
Back to top button