ტელეგრამის აზერბაიჯანული არხები ფსიქოლოგიური ტერორს უწევენ არცახელ სომხებს სატელეფონო ზარებით
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ არცახის რესპუბლიკის სასაზღვრო ზონის სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული სამხედრო პროვოკაციების ფონზე, ტელეგრამის აზერბაიჯანული ანტისომხური არხები არცახის მოსახლეობას ფსიქოლოგიურ ტერორს უწევენ და სომხებში პანიკის გავრცელებას ცდილობენ. ამის შესახებ “არმენპრესი” იუწყება.
ტელეგრამის აზერბაიჯანული არხებით გავრცელებულ შეტყობინებებში მითითებულია +374 (047) კოდით დაწყებული ტელეფონის ნომრები. აზერბაიჯანული არხები აზერბაიჯანელ მიმდევრებს მოუწოდებენ, რიგრიგობით დარეკონ ყველა ნომერზე, გაავრცელონ პანიკა სომხებში და მიიღონ მათგან „სასარგებლო ინფორმაცია“ სომხური სამხედრო პოზიციების, თხრილების და მათი მარაგების შესახებ. მეტიც, აღნიშნულია, რომ „ამ ინფორმაციას ჩვენ პირადად გადავცემთ აზერბაიჯანის სპეცსამსახურებსა და თავდაცვის სამინისტროს“.
მესიჯებს ახლავს რასისტული შეურაცხყოფა სომხების მიმართ.