ეკონომიკა

ზემო ლარსის რიგების მოწესრიგების მიზნით რუსეთთან მუშაობა მიმდინარეობს. სრ ეკონომიკის მინისტრი

რუსეთთან ზემო ლარსის რიგების მოწესრიგებაზე მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ “არმენპრესსთან” საუბარში განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა.

ქერობიანმა გაიხსენა, რომ მის კოლეგასთან, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრთან, მაქსიმ რეშეტნიკოვთან ერთად, ადგილზე, ლარსის გამშვებ პუნქტზე ცდილობდნენ გამოსავალი ეპოვათ და შეთანხმდნენ, რომ განბაჟებისთვის მეორე ტერიტორია გამოეყოთ, რაც გაკეთდა.

„ივლისში ივნისთან შედარებით სომხური ტვირთების გამტარუნარიანობა გაიზარდა დაახლოებით 10 პროცენტით. ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე ვგეგმავდით, რადგან გვეგონა, რომ მინიმუმ 30 პროცენტიანი ზრდა უნდა ყოფილიყო. ვაპირებ ეს მონაცემები ჩემს კოლეგას გავუზიარო. თავად რიგების მხრივ, გაუმჯობესება გვაქვს, მაგრამ არა იმდენი, როგორც ვგეგმავდით. ამ თვალსაზრისით, დისკუსიები და სამუშაოები გრძელდება“, – დაარწმუნა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button