ეკონომიკამთავარი

კავკასუს-ფოთის პორტებს შორის საბორნე კომუნიკაცია აგვისტოში ამოქმედდება. სრ ეკონომიკის მინისტრი

კავკასუს-ფოთის პორტებს შორის საბორნე კომუნიკაცია აგვისტოში ამოქმედდება, განრიგი უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. ამის შესახებ “არმენპრესსთან” საუბარში განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა.

ქერობიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საბორნე კომუნიკაციის დაწყებას მეტი დრო დასჭირდა, როგორც ჩანს, ყველა პრობლემა მოგვარებულია.

„ახლა ერთადერთი პრობლემა, რაზეც ჯერ კიდევ საჭიროა შეთანხმება, არის ის, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ნებართვები ინტერნეტით თითოეულ პროდუქტზე, რათა შევძლოთ ამა თუ იმ ტვირთის გადაზიდვა“, – ამბობს ვაჰან ქერობიანი.

შეგახსენებთ, რომ საბორნე კომუნიკაციის საშუალებით სომეხ გადამზიდველებს შეუძლიათ ისარგებლონ ტვირთების სომხეთში გადაზიდვის შესაძლებლობით კავკასუს-ფოთის ან ნოვოროსიისკ-ფოთის პორტებიდან ბორნით, იქიდან კი უკვე რკინიგზით. საბორნე მომსახურების გაშვება სომეხი გადამზიდავებისთვის „ზემო ლარსის“ საგუშაგოზე გამავალი გზის ალტერნატივაა.

ნახეთ მეტი
Back to top button