მთავარისაზოგადოება
რუსმა სამშვიდობოებმა ცეცხლის შეწყვეტის 4 დარღვევა დააფიქსირეს

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გუშინდელი დღის მდგომარეობით არცახში მყრ-ის პასუხისმგებლობის სფეროში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მორიგი ბიულეტენი გამოაქვეყნა.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დააფიქსირა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 4 დარღვევა სარიბაბასა და ბუზდუხის სიმაღლეებზე, ასევე მარტაკერტში, რუსეთის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში, რის შედეგადაც ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, თოთხმეტი კი დაშავდა.
რუსი სამშვიდობოების სარდლობამ ეს ინციდენტები აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებთან თანამშრომლობით მოაგვარა.
კონტაქტის ხაზში ცვლილება არ დაფიქსირებულა“, – ნათქვამია განცხადებაში.