ეკონომიკამთავარი

წლის ბოლომდე ლარსის საგუშაგოს სრული რეკონსტრუქცია – მინისტრის მოადგილე

სომხეთის  ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ არმენ სიმონიანმა მიიღო აზიის განვითარების ბანკის სომხური მისიის წარმომადგენლები, რომელთა შორის იყო აგბ   ადგილობრივი უფროსი ექსპერტი სტივ ალენი.

სამინისტროდან NEWS.am-ს აცნობებენ, რომ შეხვედრას, რომლის მთავარი თემა იყო აგროსასურსათო პროდუქტების მულტიმოდალური ტვირთის გადაზიდვა სამხრეთ კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთ, ასევე ესწრებოდნენ სომხეთის  სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიჰრან ხაჩატრიანი და  „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ალექსეი მელნიკოვი.

მინისტრის მოადგილე მიესალმა  სტუმრებს და სომხეთიდან რუსეთში, საქართველოში და ევროპაში ტვირთების გადაზიდვის სომხური გამოცდილება და შესაძლებლობები გააცნო , ხაზგასმით აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში 2 სომხური ავიაკომპანია განახორციელებს საჰაერო ტვირთების გადაზიდვას, ასევე მთავრობა მუშაობს ტვირთის გადაზიდვა შავი ზღვის გავლით ბორნით განხორციელების მიმართულებით.  სტივ ალენმა წარმოადგინა პროექტი “სამხრეთ კავკასიის კარიბჭე”, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში ინვესტიციების გაზრდას და შეეხო მალფუჭებადი საკვების სწრაფი ტრანსპორტირების შესაძლებლობებს.

არმენ სიმონიანმა აღნიშნა, რომ რუსულ მხარესთან თანამშრომლობის შედეგად, ლარსის საგუშაგოს 13 არსებულ ზოლს კიდევ 12 ზოლი დაემატა და წლის ბოლომდე საგუშაგოს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, რის შედეგადაც გაზრდება მანქანების მომსახურების ეფექტიანობა.

ალექსეი მელნიკოვმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ რკინიგზით მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვა ტექნიკურად შესაძლებელი გახდება, როდესაც მოგვარდება სპეციალიზებული მოძრავი შემადგენლობისა და შესაბამისი სამაცივრო სისტემის დანერგვის საკითხები.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს თემასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button