მთავარიპოლიტიკა

“მშვიდობის იძულების ქმედებები განხორციელდა” – მედვედევი აგვისტოს ომში რუსულ აგრესიაზე

როგორც mtavari.tv აქვეყნებს, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომს ეხმაურება და მას “მშვიდობის იძულების ქმედებების განხორციელებას” უწოდებს, რის მიზეზდაც “მოქალაქეების დაცვას” ასახელებს. 

მედვედევი Telegram-ზე წერს, რომ ამავე დროს ეს იყო აშშ-სა და ნატო-სთვის სიგნალი:

“2008 წლის აგვისტოში საქართველოს მშვიდობის იძულების ქმედებები განხორციელდა მოქალაქეების დასაცავად.

ამავე დროს ეს იყო სიგნალი აშშ-სა და ნატო-სთვის რუსეთის შეშფოთების გათვალისწინების აუცილებლობის შესახებ.

სიტუაცია კავკასიაში შეიცვალა. მაგრამ აშშ-მ და ნატო-მ ვერ გაიგეს და ვერ მიხვდნენ. განაგრძეს თავიანთი უკიდურესად საშიში კურსი.

2022 წელს უფრო მკაცრი პასუხის გაცემა მოგვიწია. ახლა მთელი მსოფლიო შეუქცევად შეიცვალა…” – წერს მედვედევი. 

აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციის შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა; საქართველოს ტერიტორიაზე 263 598 დევნილია; საქართველომ კონტროლი დაკარგა 151 დასახლებულ პუნქტზე. 

ნახეთ მეტი
Back to top button