მთავარისაერთაშორისო

სავიზო რეჟიმის საკითხი განხილული უნდა იყოს – გახარია რუსეთის მოქალაქეებზე

ექსპრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას უჭერს მხარს, ამის შესახებ ინფორმაციას netgazeti.ge აქვეყნებს.

„საერთოდ, ქართველებს სტუმრის მიღებას ვერავინ გვასწავლის. მაგრამ სტუმარი სტუმარია და სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ იმ გარემოებებში, იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც დღეს ქვეყანაა, რა თქმა უნდა, სავიზო რეჟიმის საკითხი უნდა იყოს განხილული“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

„ჩვენ უნდა მივესალმოთ საქართველოში ქვეყნის სტუმრებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს. ეს ყველაფერი თუ არ იქნა დარეგულირებული, გარდა უსაფრთხოების რისკებისა, ხვალ და ზეგ, ჩვენს მოქალაქეებს უბრალოდ ეკონომიკურ რისკებსაც შეუქმნის“, – განაცხადა გახარიამ. მის კომენტარს პარტიის პრესცენტრი ავრცელებს ფეისბუქის გვერდზე.

გიორგი გახარიას თქმით, ეკონომიკურ რისკებს შორის მოიაზრება „სამუშაო ადგილების სიმცირე“ და „სხვადასხვა ბიზნეს სფეროში კონკურენციები“.

„ამიტომ, ჩვენი მოვალეობაა და ქართული სახელმწიფოს მოვალეობაა, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები დაიცვას და არ ზრუნავდეს გაურკვეველ, აბსოლუტურად მოგონილ საფრთხეებზე“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button