
ევრაზიის განვითარების ბანკი (EDB) სომხეთის რესპუბლიკას 37 მილიონ დოლარამდე გამოუყოფს 65 მგვტ-მდე სიმძლავრის 11 მზის ელექტროსადგურის ასაშენებლად გეღარქუნიკისა და არაგაწოტნის რეგიონებში. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ EDB-ის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ შესაბამის დოკუმენტებს ერევანში მოაწერეს ხელი EDB-ის გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლაი პოდგუზოვმა და კომპანია „ახალი ენერგიის“ ჯგუფის თავმჯდომარემ ჰაიკ ჰარუთუნიანმა. ყველა ობიექტი ექსპლუატაციაში უკვე მიმდინარე წელს შევა.
„დღეს სომხეთის რესპუბლიკის ენერგეტიკული სისტემა ეფუძნება თბო, ატომურ და ჰიდროელექტროენერგიას. ელექტროენერგიის მიწოდების ყველაზე დიდი წყარო და საბოლოო მოხმარების ძირითადი ენერგიის გადამზიდავი რჩება ბუნებრივი აირი. 2026 წლამდე ბანკის ამოცანაა ხელი შეუწყოს რესპუბლიკაში ელექტროენერგიის წარმოების წყაროების დივერსიფიკაციას. ამით ჩვენ არა მხოლოდ ვზრდით ენერგეტიკული სისტემის საიმედოობას, არამედ მნიშვნელოვნად ვაუმჯობესებთ ეკოლოგიას ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებით“, – განაცხადა EDB-ის საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლაი პოდგუზოვმა.