
„თქვენ ჯერ კიდევ ფიქრობთ, ეწვიოთ თუ არა Starmus-ის ღონისძიებებს? ჯიმ ბაღიანი და ტონი ფადელი სომხეთში მოდიან“, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა არაიკ ჰარუთიუნიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. „StarmusVI-ის ყველა დღე ძალიან საინტერესოა #სპექტაკლებისა და კონცერტების თვალსაზრისით, მაგრამ მე-4 დღე, 8 სექტემბერი, განსაკუთრებულია. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია გაეცნოთ სპიკერების და გამომსვლელთა სიას. ამ დღეს, მაგალითად, პირველი სომეხი ასტრონავტი, ექიმი და ინჟინერი ჯეიმს ბაღიანი ისაუბრებს იმაზე, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ადამიანი კოსმოსში. შემდეგ განხილვაში, ნოვატორი, ipod-ის გამომგონებელი და iphone-ის თანაშემქმნელი ტონი ფადელი ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ გვეხმარება ტექნოლოგიური სინერგიები, როგორც დედამიწაზე, ასევე კოსმოსში. ვუ ჯი წარმოგიდგენთ ჩინეთის აჩქარებული კოსმოსური ხომალდის პროგრამას, ხოლო ბიზმესმენი, ჩვენი თანამემამულე კამ ღაფარიანი მოგვითხრობს იმაზე, თუ რა სახის ეკონომიკა შეგვიძლია შევქმნათ პლანეტა დედამიწის გარეთ. იჩქარეთ და დაჯავშნეთ ბილეთები, რომ ნახოთ კაცობრიობის მომავალი დღეს“, – წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი.