მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი ადასტურებს 38 სომეხ სამხედროს, სომხური მხარე კი მიიჩნევს, რომ ტყვეთა შორის კიდევ 26 ჯარისკაცი უნდა იყოს

სომხეთის ელჩმა უკრაინაში ვლადიმერ კარაპეტიანმა უკრაინის საზოგადოებრივ ტელე-რადიო კომპანიასთან ინტერვიუში აზერბაიჯანში მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეების საკითხი დააყენა. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ვლადიმერ კარაპეტიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ადასტურებს, რომ 38 სომეხი ჯარისკაცია ტყვეობაში, სომხური მხარე კი მიიჩნევს, რომ ტყვეებს შორის კიდევ 26 ჯარისკაცი უნდა იყოს.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმაღლეს დონეზე იყო შეთანხმება, რომ პატიმრების გაცვლა ყველა ყველაზე იქნებოდა.

სომხურმა მხარემ გადასცა ყველა პატიმარი, კრიმინალებიც კი, რომლებიც მსჯავრდებულნი იყვნენ სრულიად განსხვავებული მუხლებით, მათ შორის მკვლელობით.

ელჩის თქმით, სომხურ მხარეს აქვს შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები, ვიდეოჩანაწერები, ასევე სომხეთში უკვე დაბრუნებული ყოფილი პატიმრების ჩვენებები.

კარაპეტიანმა დასძინა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ დანაღმული ველის რუქების სანაცვლოდ სომეხი სამხედროების ნაწილი გაათავისუფლა.

„კეთილგანწყობის გამოვლენის მიზნით, სომხეთის ხელმძღვანელობამ გადასცა დანაღმული ველების რუკები, რომლებიც ჩვენ ხელთ გვქონდა 90-იანი წლებიდან, ყარაბაღის პირველი ომის წლებიდან“, – განმარტა ელჩმა.

დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაცემულმა რუქებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ნაღმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი.

„მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი საჯაროდ და არაერთხელ უჩიოდა ამ რუკების ზოგიერთ უზუსტობას, ჩვენ მიერ მათი გადაცემის შემდეგ აფეთქებების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და მხოლოდ რამოდენიმე დაიღუპა. ჩვენი რუკები საკმაოდ ზუსტია, მაგრამ გასათვალისწინებელია გასული პერიოდიც“, – შეაჯამა ვლადიმერ კარაპეტიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button