„აზერბაიჯანი იცავს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,-ამის შესახებ განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
„აზერბაიჯანი და საქართველო იცავენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემასა და დაცვაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.