“ბრალდება, თითქოს სახელმწიფო გადასცემს სხვებს საიდუმლო ინფორმაციას, აბსურდულია” – ბრეგაძე

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ ბრალდება, თითქოს სახელმწიფო გადასცემს სხვებს საიდუმლო ინფორმაციას, აბსურდულია – აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ვინმე, არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს, ბრალს სდებს რომელიმე კონკრეტულ ადამიანს დანაშაულის ჩადენაში, ამისთვის არსებობს ასევე შესაბამისი წესები, უნდა მიმართონ საგამოძიებო ორგანოებს.
“როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ სახელმწიფო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაერწმუნებინა მთელი მსოფლიო ქართული მხარის სიმართლეში, როგორ შეიძლება, რომ მათ გადაეცათ შესაბამისი სახის ინფორმაცია.
თუ ვინმე, არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს, ბრალს სდებს რომელიმე კონკრეტულ ადამიანს დანაშაულის ჩადენაში, ამისთვის არსებობს ასევე შესაბამისი წესები, უნდა მიმართონ საგამოძიებო ორგანოებს, ამისთვის არსებობს ასევე შესაბამისი წესები უნდა მიმართონ საგამოძიებო ორგანოებს, დაიწყოს გამოძიება და დამტკიცდეს ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი.
მსგავსი ტიპის ბრალდება, თითქოსდა სახელმწიფო გადასცემს სხვებს ასეთ საიდუმლო ინფორმაციას, ბუნებრივია არის აბსურდული”, – აცხადებს “მთავარის” ცნობით ბრეგაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქართველმა ოფიცერმა მიხეილ ქამხაძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომ მისი პირადი ინფორმაცია რუსების ხელში აღმოჩნდა, თუმცა უცნობია როგორ გაჟონა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან.
ასევე, უკრაინაში მებრძოლო ქართველი ნადიმ ხმალაძე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 27 მარტს რუსების მისი და კიდევ რამდენიმე ქართველი მებრძოლის შესახებ ინფორმაცია უკვე ჰქონდათ.